პირველი დესანტი უკვე ლონდონშია

22 ივლისი 2012

ლონდონის რიგით XXX საიუბილეო ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეებიღა დარჩა და სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებმაც ნელ-ნელა ნისლიან ალბიონს მიაშურეს. სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად თადარიგი ადრიდანვე იქნა დაჭერილი და უკვე თამაშების მასპინძელ ქალაქშია საქართველოს დელეგაციის მცირე ნაწილიც.

დღეს გამთენიისას ოლიმპიურ სოფელში ჩვენი გუნდის მისიის ხელმძღვანელმა, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დავით გობეჯიშვილმა, სეოკ-ისვე ვიცე-პრეზიდენტმა ვახტანგ გეგელიამ, სპორტსმენებმა ნინო სალუქვაძემ (ტყვიის სროლა), ქრისტინე ესებუამ (მშვილდოსნობა), მათმა მწვრთნელებმა და ადმინისტრაციული ჯგუფის სხვა წევრებმა გეზი ინგლისის დედექალაქისკენ აიღეს.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშების საზეიმოდ 27 ივლისს თბილისის დროით 24:00 საათზე გაიხსნება, ჩვენი დელეგაციის მთავარი ნაწილი კი ლონონში 25 ივლისს ჩარტერული რეისით გაფრინდება.