უწმინდესის ლოცვა-კურთხევით
22 ივლისი 2012
დღეს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია მიიღო და ლონდონში გამგზავრების წინ გზა დაულოცა. დელეგაციის თითოეული წევრმა პატრიარქისგან კურტხევა მიიღო და ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებები უსურვა: „მინდა მოგესალმოთ და ასეთ მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრზე ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. ღვთის მადლი გფარავდეთ".
შეხვედრის დასასრულს საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ქართულ დელეგაციას ლონდონში წასაღებად ხატი გადასცა. შეხვედრაზე ითქვა, რომ პეკინის ოლიმპიადის წინაც ქართველი ოლიმპიელები პატრიარქმა დალოცა და სამშობლოში შესანიშნავი შედეგებით დაბრუნდნენ.
ჩვენი ოლიმპიური გუნდი ლონდონში უწმინდესის ლოცვა-კურთხევით 25 ივლისს გაემგზავრება.






