ლონდონში „ქართულმა სახლმა“ ფუნქციონირება დაიწყო

28 ივლისი 2012

 ოლიმპიური თამაშების გახსნასთან ერთად ლონდონში ფუნქციონირება დაიწყო „ქართულმა სახლმა", სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, სპორტულ, კულტურულ და სხვა ტრადიციებს. „ქართულმა სახლმა" ბინა ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში დაიდო, სადაც მასპინძლობას ნანა ალექსანდრია და რევაზ ჩომახიძე გასწევენ.

„ქართულ სახლში" შედგება სხვადასხვა სახის ღონისძიბები და მისი კარი ოლიმპიადის მსვლელობის პერიოდში ნებისმიერი მსურველისის ღია იქნება.

ლონდონში „ქართული სახლის" მისამართია Milibank-ის ქუჩა # 45.