გურამ საღარაძე იუბილარია
ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს და ორგზის ვერცხლის მედალოსანს, ევროპის ჩემპიონსა და ბრინჯაოს პრიზიორს, საბჭოთა კავშირის სამგზის გამარჯვებულს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ფილა-ს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს გურამ საღარაძეს დაბადებიდან 74 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ გურამ საღარაძეს ამ თარიღს და უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.






