ჯანსუღ ბაგრატიონი - 75

04 აპრილი 2013

წარსულში გამოჩენილ ხელბურთელს, სსრკ-ს ჩემპიონს და სამგზის მეორე და მესამე პრიზიორს, სხვადასხვა წლებში პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური არზრდის კათედრის გამგეს, თბილისის სორტკომიტეტის თავმჯდომარეს, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და ამჟამად საპატიო პრეზიდენტს, სპორტის საპატიო ოსტატს, სსრკ-ს დამსახურებულ მწვრთნელს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსებისა და სოკ-ის ორდენების კავალერს ჯანსუღ ბაგრატიონს 75 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ ჯანოს ამ საიუბილეო თარიღს და უსურვებს მას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.

 

                                 საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეიდენტის ჯაკ როგის

მილოცვა

ჯანსუღ ბაგრატიონის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

პატივცემულო ბატონო ჯანსუღ,


ნება მომეცით   ოლიმპიური მოძრაობის სახელით კეთილი  სურვილები გადმოგცეთ თქვენს 75 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

ცნობილია, რომ თქვენი ცხოვრების ათწლეულები მიუძღვენით სპორტს, როგორც სპორტსმენმა და სპორტულმა მოღვაწემ. ხელბურთელისა და  მწვრთნელის თქვენი წარმატებული კარიერა  მოგვიანებით ჩაანაცვლეთ  მეტად  საპასუხიმგებლო თანამდებობებით,  გეკავათ რა წამყვანი პოზიციები  ქართული სპორტის ხელმძღვანელ ორგანოებში - სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის და  ასევე სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილის სახით.

თქვენ ბრძანდებით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი,თავდაპირველად   მისი ვიცე-პრეზიდენტი, შემდგომ ეოკ-ის პრეზიდენტი და ამჟამად კი მისი საპატიო პრეზიდენტი.

თქვენი ენთუზიაზმითა და სპორტისადმი უანგარო და  ერთგული სამსახურით მნიშვნელოვანი ღირებულებები შემატეთ ქართულ სპორტს  და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეთ ოლიმპიზმის იდეალების დამკვიდრებაში,  ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის განმტკიცების საქმეში.

ოლიმპიური მოძრაობა მადლიერებას გამოხატავს თქვენი ქვეყნის სპორტისა და ოლიმპიზმის ისტორიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და  წარმატებული საქმიანობისთვის ოლიმპიური მოძრაობის განვითარების, მთლიანად საზოგადოების და განსაკუთრებით ახაალგაზრდობის სამსახურში.

 ძვირფასო ბატონო ჯანსუღ მსურს გულწრფელი  მადლიერება გამოვხატო ამ დიდი წვლილისათვის   და გისურვოთ  ბედნიერი  75 წლის იუბილე.

 

ჟაკ როგი

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის

პრეზიდენტი