პარიზი 1900
25 ივნისი 2012
II ოლიმპიური თამაშები 1900, 20 მაისი - 28 ოქტომბერი. პარიზი, საფრანგეთი.
მონაწილეობდა 24 ქვეყნის 997 სპორტსმენი (მათ შორის 20 ქალი).
ოლიმპიადის ოფიციალური გახსნა-დახურვა არ შემდგარა.
სპორტის სახეობათა რაოდენობა: 17
გათამაშებული მედლები: 95
ოლიმპიადის გმირები: ელვინ კრაინცლაინი, რეი იური (ორივე - მძლეოსნობა; აშშ).
1900 წელს პარიზში თამაშების ჩატარება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 1894 წელსვე გადაწყვიტა და სწორედ ეს ოლიმპიადა უნდა ყოფილიყო თანამედროვეობის პირველი თამაშები, მაგრამ სოკის პირველი პრეზიდენტის დემიტრიოს ვიკელასის დაჟინებით და კუბერტენის აქტიური მხარდაჭერით, მანამდე, ოთხი წლით ადრე, თამაშები ათენში ჩატარდა. პარიზს თანამედროვეო-ბის მეორე თამაშები ერგო. მეორე ოლიმპიადაც ფინანსური პრობლემის წინაშე აღ-მოჩნდა: საფრანგეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს საჭირო სახსრები არ გააჩნ-და. კუბერტენმა გადაწყვიტა, რომ ერთადერთი გამოსავალი თამაშების პარიზის საერთაშორისო გამოფენის კონტექსტში ჩართვა იქნებოდა. ეს გამოფენა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მზადდებოდა და რომელსაც XX საუკუნის მიჯნა-ზე ერთგვარად უნდა შეეჯამებინა განვლილი საუკუნე, მთელი მსოფლიოს ყურად-ღების ცენტრში იყო. კუბერტენმა დაამუშავა თამაშების პროგრამა და მსოფლიო გა-მოფენის მესვეურებს წარუდგინა, მაგრამ უარი მიიღო. იმ ხანებში კუბერტენმა თა-ვის დღიურში ჩაწერა: "თუკი არსებობს მსოფლიოში ადგილი, სადაც ოლიმპიური თამაშებისადმი აბსოლუტურად გულგრილნი არიან, ეს ადგილია პარიზი".
ამის შემდეგ თამაშების ორგანიზება ითავა საფრანგეთის სპორტულ საზოგადო-ებათა კავშირმა. მან დაითანხმა პარიზის ახლოს, კურბევუაში მცხოვრები ერთი შეძლებული დიდგვაროვანი, რომ თამაშები მის მამულში ჩაეტარებინათ, მაგრამ ოლიმპიადამდე ორი თვით ადრე მამულის პატრონმა უარი განაცხადა - სპორტს-მენები პარკს გამიფუჭებენო. ისევე როგორც ოთხი წლის წინათ, თამაშების ბედი ბეწვზე დაეკიდა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კვლავ გამოფენის ორგა-ნიზატორებს მიმართა. ისინიც ბოლოს და ბოლოს დათანხმდნენ, თავიანთი პროგ-რამის ფარგლებში "ფიზიკური ვარჯიშისა და სპორტის საერთაშორისო ასპარეზო-ბა" ჩაეტარებინათ, თუმცა ოლიმპიურ თამაშებს არა მარტო გამოფენის მესვე-ურები, საფრანგეთის მთელი საზოგადოება ამ გამოფენის ერთგვარ გასართობ და-მატებად მიიჩნევდა. II ოლიმპიადა ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა თამაშების ის-ტორიაში, ამასთან, სივრცეშიც მეტისმეტად გაწელილი - ოლიმპიური არენები მთელ პარიზსა და მის შემოგარენში იყო მიმოფანტული. რაც შეეხება პროგრამას, აქ სრული ქაოსი სუფევდა: ძნელი დასადგენი გახდა, რომელი შეჯიბრება გაიმარ-თა ოლიმპიადის პროგრამით და რომელი იყო გამოფენის სახალისო დამატება. ბევრმა სპორტსმენმა ისიც კი არ იცოდა, რომ ოლიმპიადის მონაწილე იყო და ეგონა, გამოფენის პროგრამით გათვალისწინებულ საჩვენებელ ასპარეზობაში გამო-დიოდა. მსოფლიო გამოფენის დღეებში პარიზში მრავალი სპორტული ასპარეზო-ბა გაიმართა და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავად დაკარგა კონტრო-ლი მათზე - აღარავინ იცოდა, რომელი მიეთვალა ოლიმპიადისთვის და რომელი - არა. ამიტომაც, II ოლიმპიადის შემაჯამებელ სტატისტიკურ მონაცემებში ბევრი რამ მიახლოებითი და სუბიექტურია.
როგორც ანტიკური, ისე თანამედროვე ოლიმპიადების მრავალსაკუნოვან ისტო-რიაში პირველად პარიზში გამოჩნდნენ სარბიელზე ქალები. მშვენიერთა სქესის პირველი წარმომადგენლები, რომლებიც ოლიმპიადის სარბიელზე გამოვიდნენ, კროკეტის მოთამაშენი იყვნენ. ქალთა შორის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახ-და ინგლისელი ჩოგბურთელი შარლოტ კუპერი, რომელმაც გაიმარჯვა როგორც ერ-თეულთა, ისე შერეულ წყვილთა თანრიგში. II ოლიმპიადის გმირი იყო ამერიკელი მძლეოსანი ელვინ კრაინცლაინი. მან პარიზში 4 ოქროს მედალი დაიმსახურა: 60 მეტრზე რბენაში, 110 და 200 მეტრზე თარჯრბენსა და სიგრძეზე ხტომაში. სამ დისციპლინაში გაიმარჯვა კრლაინცლაინის თანაგუნდელიმა რეი იურიმ (ადგილი-დან სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომა, ადგილიდან სამხტომი), თანაც მან სამივე მედალი ერთ დღეს - 16 ივლისს მიიღო. 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მო-იპოვა შვეიცარიელმა მსროლელმა კონრად შტეჰელმა.
უამრავ გაუგებრობას პარიზში კიდევ ერთი დაემატა: 14 ივლისისთვის დანიშ-ნული მძლეოსანთა ფინალური შეჯიბრებები ორგანიზატორებმა, იმის შიშით, საფ-რანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე ხალხი სპორტისთვის ვერ მოიცლისო, მეორე დღისთვის გადაიტანეს. მეორე დღე კვირა იყო და ბევრმა ინგლისელმა და ამერი-კელმა სპორტსმენმა რელიგიური მოსაზრებით უარი თქვა ფინალებში გამოსვლაზე. ყველაზე სასაცილო ამბავი ლუქსემბურგელ მიშელ ტიეტოს დაემართა: ის ყველას სჯობდა გრძელ დისტანციებზე რბენაში და იმ დროისთვის მრავალი გამარჯვებაც ჰქონდა მოპოვებული. როცა გაიგო, რომ მსოფლიო გამოფენაზე ეწყობოდა შეჯიბ-რება 40 კილომეტრზე რბენაში, ჩაეწერა და კიდევაც გაიმარჯვა. ამ გამარჯვების მიუხედავად, მისი სახელი ოლიმპიადების ისტორიაში არ შევიდოდა, პარიზის თამაშებიდან 12 წლის შემდეგ ვიღაცას მისი 40 კილომეტრი ოლიმპიური მარათო-ნისთვის რომ არ მიემსგავსებინა. მიშელ ტიეტო ძალიან გაოცდა, როდესაც 12 წლის შემდეგ პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალი გადასცეს. საზოგადოების გან-საკუთრებული ინტერესი გამოიწვია წყალქვეშა გაცურვამ 60 მეტრზე, რომელსაც ცოტა რამ ჰქონდა სპორტთან საერთო და უფრო სანახაობრივ მიზნებს ისახავდა. მას შემდეგ ეს სახეობა ოლიმპიადების პროგრამაში აღარ შეუტანიათ. ორიგინალუ-რი იყო ცხენოსანთა პროგრამა: დაბრკოლებათა გადალახვის გარდა, მხედრები აქ სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომაშიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ორგანიზატორებმა ტანმოვარჯიშეებსაც საკმაოდ კურიოზული პროგრამა შესთავაზეს: ამ სახეობაში პარიზში ჩატარდა მხოლოდ პირადი პირველობა მრავალჭიდში, რომელშიც შედიო-და ვარჯიში ორძელზე, ღერძზე, , რგოლებზე, ტაიჭზე, ბჯენითი ხტომა, თავისუ-ფალი ვარჯიში, აგრეთვე სიგრძეზე ხტომა, სიგრძეზე და სიმაღლეზე კომბინირე-ბული ხტომა, ჭოკით ხტომა, 50-კილოგრამიანი სიმძიმის აწევა და ბაგირზე ცოცვა. ასპარეზობის მონაწილეებმა ბევრ სახეობაში იმ დროისათვის საკმაოდ მაღალი შე-დეგები აჩვენეს. მარტო მძლეოსნობაში 14 ოლიმპიური რეკორდი დამყარდა, რო-მელთაგან 6 მსოფლიო რეკორდსაც სჯობდა.