ანტვერპენი 1920

25 ივნისი 2012

1920, 23 აპრილი - 12 სექტემბერი ანტვერპენი, ბელგია

სხვა კანდიდატები:ამსტერდამი, ლიონი

მონაწილეობდა 29 ქვეყნის 2669 სპორტსმენი (მათ შორის 78 ქალი)

სპორტის სახეობა: 22

მედლების კომპლექტი: 154

თამაშები 14 აგვისტოს ოფიციალურად გახსნა ბელგიის მეფემ ალბერტმა

ათლეტთა სახელით ფიცი დადო ვიქტორ ბუანმა (ბელგია)

ოლიმპიადის გმირები: ნედო ნადი (იტალია), ჰანეს კოლეჰმაინენი და პაავო ნურ-მი (ორივე - ფინეთი).

1916 წლის ოლიმპიადა, რომლის ჩატარებაც ბერლინს დაევალა, არ გამართულა პირველი მსოფლიო ომის გამო და 1914 წელს პარიზში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე მიღებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მხო-ლოდ მომდევნო თამაშებზე განხორციელდა. პარიზის სესიაზე სოკ-მა დაამტკიცა ოლიმპიური ემბლემა და დროშა, დაამტკიცა ოლიმპიური ფიცი, სოკ-ის ოფიცია-ლურ ენებად დაადგინა ფრანგული, ინგლისური და გერმანული, ამავე დროს პირ-ველად განიხილა სოკ-ისა და საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ურთიერ-თმიმართების საკითხი, რაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ოლიმპიური პროგრა-მის დახვეწასთან.

1915 წელს სოკ-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: ოლიმ-პიური მოძრაობის დედაქალაქად და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რე-ზიდენციად ომის ქარცეცხლისგან განზე მდგომი, მყუდრო და მშვიდობიანი ლო-ზანა აირჩია. სწორედ ლოზანაში გადაწყდა, რომ შემდგომი თამაშები ჯერ კიდევ გუშინ ოკუპირებულ ანტვერპენში გამართულიყო. ანტვერპენის კონკურენტებმა, ამ-სტერდამმა და ლიონმა, კენჭისყრამდე მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები; თამაშებისადმი ინტერესი გამოხატეს აგრეთვე ატლანტამ, ბუდაპეშტმა, კლივლენ-დმა, ფილადელფიამ და ჰავანამ, მაგრამ ამ ქალაქების კანდიდატურები არ წამოუყენებიათ. სესიაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია თამაშების რიგითი ნომრის საკითხმა. საბოლოოდ გადაწყდა რომ ყველა ოლიმპიადას თავისი რიგითი ნომერი ჰქონოდა, იმის მიუხედავად, ჩატარდა იგი თუ არა. ასე რომ, VI ოლიმპია-და ბერლინში არ გამართულა, VII-ს კი ბელგიის საპორტო ქალაქმა ანტვერპენმა უმასპინძლა.
საორგანიზაციო კომიტეტმა, რომელშიც ძირითადად ანტვერპენელი გემთმფ-ლობელები შედიოდნენ, შეძლო ომის დროს არაერთგზის დაბომბილი და დანგრეულ ქალაქში საოცრად სწრაფად აღედგინა ოლიმპიადისთვის საჭირო ინფ-რასტრუქტურა.
ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა 14 აგვისტოს და - 29 აგვისტოს დაიხურა, თუმცა ზოგიერთ სახეობაში ასპარეზობა თამაშების გახსნამდე დაიწყო და დახურ-ვის შემდეგაც გაგრძელდა. ფიგურისტებისა და ჰოკეისტების შეჯიბრებები, მაგალი-თად, აპრილში გაიმართა, აფროსნებისა და მსროლელებისა - ივლისში, ფეხბურ-თელებისა კი - აგვისტო-სექტემბერში.
ანტვერპენში თამაშების გახსნაზე პირველად აფრიალდა ოლიმპიური დროშა ოლიმპიური ემბლემით. აქ პირველად გაუშვეს ცისკენ ათასობით შინაური მტრედი, როგორც მშვიდობის სიმბოლო. ანტვერპენში, პირველად თანამედროვე ოლიმპიადების ისტორიაში, ყველა მონაწილის სახელით ერთმა ათლეტმა წარმოთ-ქვა საზეიმო ფიცი. ეს პატივი წილად ხვდა ცნობილ ბელგიელ სპორტსმენს, მოფა-რიკავესა და წყალბურთელს ვიქტორ ბუანს, ფიცის ტექსტი კი, ისევე როგორც ამ ანტიკური ტრადიციის აღორძინების იდეა, ბარონ კუბერტენს ეკუთვნოდა.
ოლიმპიადის გახსნის ზეიმი დაიწყო სადღესასწაულო მესით, რომელიც ანტ-ვერპენის საკათედრო ტაძარში აღავლინა კარდინალმა მერსიემ. შემდეგ იყო მონა-წილეთა საზეიმო აღლუმი, ოლიმპიური დროშის აღმართვა, ვიქტორ ბუანის ფიცი, მშვიდობის მტრედები და ბელგიის მეფის, ალბერტის სეფე-სიტყვა, რომლითაც თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ოლიმპიურ თამაშებში პირველად მიიღეს მონა-წილეობა არგენტინამ, ბრაზილიამ, მონაკომ, ჩეხოსლოვაკიამ და იუგოსლავიამ. ორ-განიზატორთა წინაშე მწვავედ დადგა ერთი მეტად დელიკატური პრობლემა - მი-ეწვიათ თუ არა თამაშებზე გერმანია და მისი მოკავშირეები. სოკ-მა გადაწყვიტა, თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა და ბელგიელთა ნაცვლად უარი უთხრა თა-მაშებში მონაწილეობაზე გერმანიას, ავსტრიას, უნგრეთსა და ბულგარეთს, როგორც აგრესორ ქვეყნებს მსოფლიო ომში. არ მიუწვევიათ საბჭოთა რუსეთიც, რომლის წინააღმდეგ იმ დროისათვის მიმართული პოლიტიკური და ეკონომიკური ბოიკო-ტი სპორტის სფეროზეც გავრცელდა.
პროგრამაში იყო შემდეგი სახეობები: მძლეოსნობა, ნიჩბოსნობა, ჭიდაობა, კრი-ვი, ცურვა, ველოსპორტი, წყალბურთი, წყალში ხტომა, ტანვარჯიში, აფროსნობა, ცხენბურთი, რაგბი, ძალოსნობა, სროლა, მშვილდოსნობა, ფარიკაობა, ჩოგბურთი, ფეხბურთი, ბალახის ჰოკეი, ხუთჭიდი და ცხენოსნობა. მოეწყო აგრეთვე ასპარეზო-ბები ფიგურაობასა და ჰოკეიში ხელოვნურ ყინულზე. ქალები გამოდიოდნენ ცურ-ვაში, წყალში ხტომაში, ჩოგბურთსა და ფიგურაობაში.
ანტვერპენში თავი გამოიჩინა ფინეთის მძლეოსანთა გუნდმა, რომელმაც, მცი-რერიცხოვნობის მიუხედავად, ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და ბევრ დის-ციპლინაში დაამარცხა კიდეც ამერიკელები. ოლიმპიადის გმირად აღიარეს ფინე-ლი სტაიერი, დღეს უკვე ლეგენდარული პაავო ნურმი, რომელმაც 3 ოქროს (რბენა 10000 მეტრზე, კროსი - პირადი და გუნდური) და 1 ვერცხლის (რბენა 5000 მეტრ-ზე) მედალი მოიგო. გარდა ამისა, ფინელებმა დაიკავეს სამივე საპრიზო ადგილი შუბის ტყორცნაში და ორ-ორი - ბირთვის კვრასა და ბადროს ტყორცნაში. ელმერ ნიკლანდერი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ბადროს ტყორცნაში, ხოლო ბირთვის კვრაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. სახელგანთქმულმა ფინელმა მძლეოსანმა 31 წლის ვეტერანმა ჰანს კოლეჰმაინენმა ანტვერპენში მარათონი მოიგო და ამგვარად ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ფრანგმა ჟოზე გილიემომ დაამარცხა მისი ახალგაზრდა თანამემამულე პაავო ნურმი.
800 და 1500 მეტრზე რბენაში ორი ოქროს მედალი დაისაკუთრა ინგლისელმა ალ-ბერტ ჰილმა.

ოლიმპიადის კიდევ ერთი გმირი იყო იტალიელი ნედო ნადო, რომელმაც ფა-რიკაობაში გათამაშებული ექვსი ოქროს მედლიდან ხუთი მოიგო -რაპირისტთა და ხმლით მოფარიკავეთა პირად შეჯიბრებებში და გუნდურ პირველობებში სამივე იარაღით. ამ რეკორდს ალბათ ვერც ერთი მოფარიკავე ვეღარ გაიმეორებს. იმავე ტურნირში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ნედოს ძმა ალდო ნადი, რომე-ლიც მასთან ერთად შედიოდა გუნდში. ამავე დროს მან ვერცხლის მედალიც მ-იიღო ხმლით ფარიკაობაში; თანაც მხოლოდ თავის ძმასთან წააგო.

ანტვერპენში ხუთი ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება შეძლო კიდევ ერთმა სპორტსმენმა - ამერიკელმა მსროლელმა უილის ლიმ, რომელმაც თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალიც მოიგო.

ოთხ-ოთხი ოქროს მედალი დაისაკუთრა ბელგიელმა მშვილდოსანმა ჰუბერტ ვან ინისმა, ამერიკელმა მსროლელებმა ლოიდ სპუნერმა და კარლ ოსბორნმა; ამას გარდა ვან ინისმა ორი ვერცხლის მედალიც დაიმსახურა. სპუნერმა მოიპოვა ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს, ოსბორნმა კი - თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი.

ალდო ნადის გარდა ანტვერპენში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ნორვეგიელი მსროლელები ოტო ოლსენი, ოლე ლილოე-ოლსენი და ოსტენ ოსტენ-სენი; ამერიკელი მოცურავეები ეტელდა ბლაიბტრი და ნორმან როსი; ამერიკელი მსროლელები დენის ფენტონი, მორის ფიშერი, კარლ ფრედერიკი, ჯოზეფ ჯექსონი და ოლიე შრაივერი.

არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში I ადგილი დაიკავეს ამერიკელებმა, II - შვედებმა, III კი - ფინელებმა. მასპინძლებს მეხუთე ადგილი ხვდათ ინგლისელთა შემდეგ.