პარიზი 1924
25 ივნისი 2012
VIII ოლიმპიური თამაშები 1924, 4 მაისი - 27 ივლისი პარიზი, საფრანგეთი
სხვა კანდიდატები:
- ამსტერდამი
- ბარსელონა
- ლოს-ანჯელესი
- პარიზი
- პრაღა
- რომი
მონაწილეობდა 44 ქვეყნის 3092 სპორტსმენი (მათ შორის 136 ქალი)
სპორტის სახეობათა რაოდენობა: 20
მედლების კომპლექტი: 126
თამაშები ოფიციალურად გახსნა საფრანგეთის პრეზიდენტმა გასტონ დუმერჟმა
ათლეტთა სახელით ოლიმპიური ფიცი დადო ჟორჟ ანდრემ (საფრანგეთი)
ოლიმპიადის გმირები: პაავო ნურმი (ფინეთი), ჯონ ვაისმიულერი (აშშ).
პარიზთან ერთად VIII ოლიმპიადის მასპინძლობაზე პრეტენზიას აცხადებდნენ ამსტერდამი, ბარსელონა, ლოს-ანჯელესი, პრაღა და რომი. საერთაშორისო ოლიმ-პიური კომიტეტის წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ფრანგი ბარონის, პიერ დე კუბერტენის დამსახურებას ოლიმპიური მოძრაობის წინაშე და თამაშების ჩატარება პარიზს მიანდეს. 1900 წლის თამაშებისგან განსხვავებით, ამჯერად პარი-ზი პასუხისმგებლობითა და ინტერესით მოეკიდა ოლიმპიადას და სანიმუშოდაც შეძლო მისი ორგანიზება. სპეციალურად აიგო ოლიმპიური სოფელი, აშენდა ახალი სტადიონი "კოლომბ", სადაც პირველად გამოჩნდა ოლიმპიური დევიზი - ჩიტიუს, Aლტიუს, Fორტიუს ( "სწრაფად, მაღლა, ძლიერად"). აქვე ოლიმპიურ და მასპინძე-ლი ქვეყნის დროშებთან ერთად პირველად აფრიალდა მომავალი ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის დროშა და გაიმართა ოლიმპიური დროშის გადაცემის საზეი-მო ცერემონიალი. პარიზში ოლიმპიურ ასპარეზზე პირველად გამოვიდნენ ირლან-დიის, მექსიკის, ეკვადორის, პოლონეთის, რუმინეთის, ურუგვაის, ფილიპინების სპორტსმენები. ისევე როგორც წინა თამაშებზე, გერმანია ოლიმპიადაზე არ დაუშ-ვეს - ომის ჭრილობები ჯერ არ მოშუშებულიყო.
ოლიმპიადა საზეიმოდ გახსნა საფრანგეთის პრეზიდენტმა გასტონ დომერჟმა, რომელსაც ტრიბუნაზე მხარს უმშვენებდნენ სპარსეთის შაჰი, უელსის პრინცი - დიდი ბრიტანეთის მომავალი მეფე ედუარდ VIII, რუმინელი უფლისწული კარო-ლი და სხვა საპატიო სტუმრები. სპორტსმენთა სახელით ჩეხოსლოვაკიელ მომღე-რალთა გუნდის სიმღერის ფონზე ფიცი დადო ფრანგმა მძლეოსანმა ჟორჟ ანდრემ. ასპარეზობის გახსნამდე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაიმართა ოლიმპიადი-სადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი საეკლესიო ცერემონია, სადაც სამშვიდობო ქადა-გება წაიკითხა პარიზის არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა დიუბუამ.
წინა ოლიმპიადასთან შედარებით, ოდნავ შეიცვალა თამაშების პროგრამა. ამჯერად არ გამართულა შეჯიბრებები ბალახის ჰოკეიში, მშვილდოსნობასა და ზამთრის სახეობებში. ქალები ცურვის, წყალში ხტომისა და ჩოგბურთის გარდა ფა-რიკაობაშიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მძლეოსნობაში 8 მსოფლიო და 14 ოლიმპი-ური რეკორდი დამყარდა, ოლიმპიური მიღწევა გაუმჯობესდა ცურვის თერთმეტ-სავე დისციპლინაში. გარდა ამისა, მოცურავეებმა 4 მსოფლიო რეკორდიც დაამყარეს. მძლეოსნობაში თითქმის ყველა უმაღლესი ჯილდო ამერიკელებმა, ფი-ნელებმა და ინგლისელებმა გაინაწილეს: მათ მხოლოდ 2 ოქროს მედალი წაართვეს იტალიელმა უგო ფრიჯერიომ (სიარული 10 კილომეტრზე) და ავსტრალიელმა უინტერ არჩიბალდმა (სამხტომი). ინგლისელებს 3 ოქროს მედალი ხვდათ - რბენა-ში 100, 400 და 800 მეტრზე. ფინელებსა და ამერიკელებს კი - 10-10. ოლიმპიადის გმირად კვლავ აღიარეს ფინელი სტაიერი პაავო ნურმი, რომელმაც ოთხჯერ აიღო სტარტი და წინა თამაშებში მოპოვებულ 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალს კიდევ 5 ოქროს ჯილდო მიუმატა. პარიზში თავი გამოიჩინა კიდევ ერთმა ფინელმა მორ-ბენალმა: ვილე რიტოლა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ორგზის ოლიმპიუ-რი ჩემპიონები გახდნენ კლარენს ჰაუზერი და ჰაროლდ ოსბორნი. პარიზის თამა-შების კიდევ ერთი გმირი მოცურავე ჯონ ვაისმიულერ იყო, რომელიც მალე მთელმა მსოფლიომ გაიცნო არა როგორც უდიდესი სპორტსმენი, არამედ როგორც ტარზანის როლის პირველი და ყველაზე პოპულარული შემსრულებელი. ჯონ ვა-ისმიულერმა 100-მეტრიან დისტანციაზე ჩამოიტოვა ცნობილი ძმები კაპანამოკუები და ოლიმპიადებზე თავისი პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ვაისმიულერ პირ-ველი იყო 400 მეტრზეც, მესამე ოქროს მედალი კი 4X200 მეტრზე შეჯიბრებაში დაისაკუთრა. პარიზული ოლიმპიური კოლექცია ვაისმიულერმა წყალბურთში მო-პოვებული ბრინჯაოს მედლით შეავსო. პარიზში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა კი-დევ ერთი ამერიკელი - ბენჯამინ სპოკ, შემდგომში ცნობილი პედიატრი, ავტორი წიგნისა "ბავშვის მოვლა". სპოკი იელის უნივერსიტეტის რვაადგილიანი ეკიპაჟის წევრი იყო, რომელმაც ნიჩბოსანთა რეგატა მოიგო.
ფრანგმა მოფარიკავემ როჟე დიუკრემ 5 მედალი მოიპოვა, მათ შორის 3 ოქრო-სი. 2 ოქროს მედალი მოიპოვა იუგოსლავიელმა ტანმოვარჯიშემ ლეონ შტუკელმა. თავისუფალ ჭიდაობაში 4 ოქროს მედალი ხვდათ ამერიკელებს, 2 - შვეიცარიელებს, 1 - ფინელებს. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გათამაშებული 18 მედლიდან 10 ფინელებმა მოიგეს, მათ შორის 3 ოქროსი. თითო ოქროს მედალი მოიგეს ესტონელებმა, ფრანგმა და შვედმა მოჭიდავეებმა. პარიზში უკანასკნელად ჩატარდა მორაგბეთა ოლიმპიური ტურნირი. ამერიკის გუნდმა, რომელშიც ამერი-კული ფეხბურთის ვარსკვლავები თამაშობდნენ, ფინალში საფრანგეთის ნაკრებს მოუგო (18:3) და სპორტის ამ სახეობაში ბოლო ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ფეხბურთში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს ურუგვაელებმა, რომლებმაც ფინალში დამარცხეს შვეიცარიელები 3:0.
1924 წლიდან მოყოლებული 1988 წლამდე არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, ნაცვლად პირველი სამი ადგილისა, პირველ ექვს ადგილს ითვალისწინებდნენ შემდეგი სკალით: I ადგილი - 6 ქულა, II - 5, III - 4, IV - 3, V - 2 და VI - 1.