ერთი ჩემპიონის ისტორია

სენტ-მორისი 192

25 ივნისი 2012

სხვა კანდიდატები:

  • დავოსი
  • ენგელბერგი

სპორტის სახეობათა რაოდენობა : 4

მედლების კომპლექტი :14

მონაწილეობდა 25 ქვეყნის 464  სპორტსმენი (მათ შორის 26 ქალი)

თამაშები გახსნა:  ედმუნდ შულტესი - შვეიცარიის პრეზიდენტი   

 

სოკის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება, რომ ერთ წელიწადს გამართული ზამთრისა და ზაფხულის თამაშებისთვის ერთ ქვეყანას ემასპინძლა, 1928 წლისათვის გაუქმდა. ზამთრის II თამაშების ჩატარბა შვეიცარიის სამ ქალაქს სურდა - სანქტ-მორიცს, დავოსსა და ენგელბერგს. სოკმა უპირატესომა სამთო კორორტ სანქ-მორიცს მიანიჭა. თამაშები ოფიციალურად გახსნა შვეიცარიის პრეზიდენტმა ედმუნდ შულტესმა, მონაწილე სპორტსმენთა სახელით ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა მოთხილამურე ჰანს აიდენბენცმა. ზამთრის თამაშებში პირველად გამოვიდნენ იაპონიის, ჰოლანდიის, რუმინეთისა და მექსიკის წარმომადგენლები.

თბილმა ამინდმა მასპინძლებს რამდენჯერმე სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ერთ დღეს ტემპერატურამ პლუს 25 გრადუსსაც კი მიაღწია. ღამით მოსულმა ნიავმა ყინული დაადნო და სათხილამურო ტრასები ჩარეცხა, რის გამოც შეჯიბრებები რამდენიმე დღით გადაიდო. 10 000 მეტრზე ჩქაროსნული ციგურაობა მეხუთე რბოლაზე შეწყდა, რადგან ყინული წყლის გუბეებით დაიფარა. რაკი მონაწილეებმა შეჯიბრება თვითნებურად შეწყვიტეს და მსაჯთა გადაწყვეტილებას არ დაუცადეს, ასპარეზობა აღარ განახლებულა და ამერიკელი ირვინგ ჯეფი, რომელმაც პირველ ხუთ წყვილში საუკეთეს შედეგი აჩვენა, ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდა. ამას ფინელთა და ნორვეგიელთა პროტესტი მოჰყვა, რადგან ფავორიტებად სწორედ ამ ქვეყნების წარმომადგენლები ითვლებოდნენ, მათ კი გამოსვლა არ დასცალდათ. საორგანიზაციო კომიტეტმა საერთოდ გააუქმა ყველა შედეგი (ჯეფიმ თავისი ძალა ოთხი წლის შემდეგ დაამტკიცა ლეიკ-პლესიდში, როცა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა).

ჩქაროსნულ ციგურაობასა და თხილამურებით რბოლაში საბოლოო შედეგი დაახლოებით იგივე აღმოჩნდა, რაც 1924 წელს: თხილამურებით რბოლაში გათამაშებული 4 ოქროს მედლიდან 3 ნორველიელებმა მოიგეს. 2 ოქროს მედალი მოიპოვა იოჰან გრიოტუმსბროტენმა - 18 კილომეტრზე რბოლასა და ჩრდილოურ ორჭიდში. 50 კილომეტრზე რბოლაში სამივე მედალი შვედებმა დაისაკუთრეს. ჩქაროსნულ ციგურაობაში 5000 მეტრზე გამარჯვება ნორვეგიელ ივერ ბალნგრუდს დარჩა. 500-მეტრიან დისტანციაზე სამის ნაცვლად ხუთი პრიზიორი იყო: სამმა III ადგილი გაიყო, ორმა კი - I: ოქროს მედლები ფინელ კლას თუნბერგსა და ნორვეგიელ ბერნტ ევენსენს გადაეცათ. ამას გარდა, ევენსენმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვა, კლას თუნბერგმა კი მეორე ოქროს მედალიც მოიგო 1500 მეტრიან დისტანციაზე. სულ ზამთრის პირველ ორ თამაშებში კლას თუნბერგმა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია სპორტის ამ სახეობაში. ტრამპლინიდან ხტომაში გაიმარჯვა ნორვეგიელმა ალფ ანდერსენმა, წინა თამაშების ჩემპიონი იაკობ ტულინთამსი კი კინაღამ შეეწირა თავის 73-მეტრიან ნახტომს, რადგან ტრასა ასეთი შორეული ნახტომებისთვის არ იყო გათვალისწინებული.

ბობსლეიში ოქროსა და ვერცხლის მედლები ამერიკელებმა მოიპოვეს - მათი მეორე ეკიპაჟი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, პირველმა ხუთეულმა კი II ადგილი დაიკავა. სანქტ-მორიცში, პირველად და უკანასკნელად, ბობსლეისტთა გუნდში 5 კაცი შეიოდა. ამერიკელთა ხუთეულის საჭე ებარა უილიამ ფისკეს, რომელიც 16 წლისა და 260 დღისა იყო. იგი ზამთრის თამაშების ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია კაცთა შორის. ამავე ხუთეულში შედიოდა სანქტ-მორიცის თამაშების ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონის - 42 წლისა და 182 დღის ნიონ ტაკერი. ისევე როგორც 1924 წელს, ჰოკეიში პირველ ადგილზე გავიდნენ კანადელები, რომლებმაც მოწინააღმდეგეთა კარში 38 უპასუხო გოლი გაიტანეს. II ადგილი შვედებს ხვდათ, III - შვეიცარიელებს. სხვებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ კანადელი ძმები ჯოზეფ და ფრენკ სალივანები და ჯონ, ჰიუ და როჯერ პლაქსტონები.

ფიგურულ ციგურაობაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გილის გრაფსტრიომმა (შვედეთი) ტიტული წარმატებით დაიცვა და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მომავალ სამგზის ოლიმიურმა ჩემპიონმა , ნორვეგიელმა სონია ჰენმა, რომელიც 15 წილსა და 316 დღისა იყო, თავისი პირველი ოლიმიური ოქროს მედალი მოიგო. წყვილებში გაიმარჯვეს ფრანგებმა - ანდრეა ჟოლიმ და პიერ ბრუნემ.