ოსლო 1952

25 ივნისი 2012

ოსლო პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი დედაქალაქია, რომელმაც ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლა (ჩვეულებრივ ზამთრის თამაშები სოფლებში და სამთო კურორტებზე ტარდება). სოკის სხდომაზე კენჭისყრის პირველსავე ტურში ოსლომ 18 ხმა მიიღო და აშკარა უპირატესობით დაამარცხა ორი სხვა კანდიტატი: იტალიის კორტინა დ'ამპეცო (9 ხმა) და ამერიკის ლეიკ-პლესიდი (1 ხმა). ამგვარად, ზამთრის თამაშები პირველად ეწვია ჩრდილოეთის ქვეყანას. ოლიმპიადისთვის ოსლოში სპეციალურად აშენდა ახალი ზამთრის სტადიონი, რეკომსტრუქცია ჩაუტარდა ტრამპლინს და აიგო თანამედროვე ტრასა ბობსლეისთვის.II მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ოსლოში დაუშვეს ოლიმპიადაზე გერმანელები და იაპონელები. ზანთრის თამაშებში პირველად მონაწილეობდნენ პორტუგალიელი და ახალზელანდიელი სპორტსმენები.

 

თამაშენის გახსნის დღე დიდი ბრიტანეთის მეფის ჯორჯ VI-ის გაკრძალვას დაემთხვა. დიდი ბრიტანეთისა და მთელი მისი თანამეგობრობის ქვეყნების სპორტსმენები შავი სამკაულებით გამოვიდნენ აღლემზე. ნორვეგიის მეფე და კრონპრინცი დაკრძალვის ცერემონიალზე იყვნენ ლონდონში, რის გამოც თამაშები ოფიციალურად გახსნა ნორვეგიის პრინცესა რაგნჰილდმა. სპორტსმენთა სახელით ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა ტრამპლინიდან მხტომელმა ტორნბიორნ ფაკლანგერმა. ბისლეტის სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი აანთო პოლარეთის სახელგანთქმული მკვლევარის ფრიტიოფ ნანსენის შვილიშვილმა ეიგილ ნანსენმა.


ოსლოში თამაშების პროგრამა შესამჩნევად გაფართოვდა: პირველად ჩატარდა ქალთა სათხილამურო რბოლა, სამთო მოთხილამურეებმა ასევე პირველად გამართეს შეჯიბრებები სამ დისციპლინაში - სწრაფდაშვებაში, სლალომსა და გიგანტურ სლალომში. თამაშებზე აშკარა იყო ნორვეგიელ სპორცმენთა უპირატესობა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ჰიალმარ ანდერსონმა, რომელმაც ჩქაროსნული ციგურაობის ტრასაზე სამჯერ აიღო სტარტი და სამი ოქროს მედალი მოიგი. მეორე ნორვეგიელმა, შტეინ ერიქსენმა, ოქროს მედალი დაიმსახურა გიგანტურ სლალომში და ვერცხლისა - სლალომში. იგი პირველი სკანდინავიელია, რომელიც სამთო თხილამურობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამერიკელმა ანდრეა ლოურენს-მიდმა ქალთა შორის ორივე სლალომი მოიგო. ავსტრიელმა ოტმარ შნაიდერმა ერთი ოქროს (სლალომი) და ერთი ვერცხლის (სწრაფ დაშვება) მედალი დაიმსახურა.

 

თხილამურებით რბოლაში გათამაშებული 18 მედლიდან 9 ფინელებმა მოიგეს 7-ნორვეგიელებმა, 2- შვედებმა. ზამთრის თამაშების ახალ დისციპლინაში - ქალთა შორის თხილამურებით რბოლაში - ყველაზე უკეთ გამოვიდნენ ფინელები. ტრამპლინიდან ხტომაში I ადგილი ნირვეგიელმა არნფინ ბერგმანმა დაიკავა. ბობსლეიში ორადგილიანებით და ოთხადგილიანებით ოქროს მედლები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სპორტსმენებმა მოიპოვეს, ვერცხლისა - ამერიკელებმა, ბრინჯაო კი შვეიცარიელებმა. სამივე ამ ქვეყნის ორკაციანი ეკიპაჯის წევრები ოთხკაციანებშიც შედიოდნენ. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ანდროას ოსტლერი და ლორეც ნიბერლი. გერმანელებმა უკან ჩამოიტოვეს ფავორიტებას მიჩნეული ამერიკელები. ეს მათ პირადი წონის ხარჯზე შეძლეს -ყველა გერმანელი ისეთი მძიმე იყო, რომ ძლივს ეტეოდა ბობში, რომელიც ტყვიასავით მიჰქროდა ფინიშისკენ.

 

ამის შემდეგ ბობსლეის საერთაშორისო ფედერაცია იძულებული გახდა წესები შეეცვალა და სპორტსმენთს წონის ლიმიტი დაეწესებინა. ჰოკეიში კვლავ კანადელებმა გამარჯვეს; II ადგილი დაიკავეს ამერიკელებმა, III - შვედებმა. გაიმართა სადემონსტრაციო ტურბირი ბენდში (ჰოკეის მონათესავე სახეობა), რომელიც შვედების გამარჯვებით დასრულდა. ფიგურალ ციგურაობაში თავისი ოთხი წლის წინანდელი წარმატება გაიმეორა ამეიკელმა რიჩარდ ბატონმა, რომელმაც მეორედ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა. ქალებში გაიმარჯვა ბრიტანელმა ჯანეტ ალტვიგმა, რომელიც სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ ობოლ ბავშთა ცნობილ სოფელში - პესტალოციში (შვეიცარია) წავიდა მომვლელად. წყვილებში ოქროს მედლები მიიღეს რია და პალ ფალკებმა (გერმანია).