საპარო 1972

25 ივნისი 2012

ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიუადის შემდეგ სოკის წევრთა თვალში იაპონიის პრესტიჟი ისე ამაღლდა, რომ ზამთრის XI თამაშების მასპინძლობის უფლება კენჭისყრის პირველსავე ტურში უბოძეს კუნძულ ჰოკაიდოს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ საპოროს, რომელმაც 32 ხმა მოაგროვა. მისი კონკურენტები იყვნენ ბანფი (კანადა, 16 ხმა), ლაჰტი (შვედეთი, 7) და სოლტ-ლეიკ-სიტი (აშშ, 7). მილიონიანი საპორო ყველაზე დიდი ქალაქია , სადაც კი ზამთრის თამაშები ჩატარებულა. ორგანიზატორებმა ხუთ წელიწადში 555 მილიონი დოლარი დახარჯეს ოლიმიური ბაზების მოსაწყობად.


თამაშები ოფიციალურად გახსნა იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ. ოლიმპიური ცეცხლი აანთო მოციგურავე ჰიდეკი ტაკადამ, ხოლო მონაწილე სპორტსმენთა სახელი ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა ასევე მოციგურავე კეიჩი სუძუკიმ. საპოროში შედგა ტაივანისა და ფილიპინების სპორტსმენთა დებიუტი ზამთრის თამაშებში. თავიანთი პირველი ზამთრის ოლიმპიადის ოქროს მედლები მოიპოვეს იაპონიამ, ესპანეთმა და პოლონეთმა. თამაშების გმირად იქცა ჰოლანდიელი არდ სხენკი, რომელმაც ჩქაროსნულ ციგურაობაში კაცთა შორის გათამაშებული 4 ოქროს მედლიდან 3 დაისაკუთრა.სხენკის მსგავსად, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა საბჭოთა მოთხილამურე გალუნა კულაკოვა, რომელმაც ქალთა 2 ინდივიდუალური და 1 საესტაფეტო რბოლა მოიგო. ვიაჩისლავ ვედენინმა (სსრკ) ინდივიდუალურ რბოლაში 1 ოქროსა და 1 ვერცხლის ჯილდო მოიპოვა, კიდევ 1 ოქროს მედალი კი ესტაფეტაში მოიგო. 70-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში სენსაცია მოახდინეს იაპონელებმა - სამივე საპრიზო ადგილი ხწორედ მათ ხვდათ, ოლიმპიური ჩემპიონი კი გახდა იუკიო კასაია, რომელმაც მთელი 10 მეტრით აჯობა II ადგილზე გასულ აკიცუგუ კონოს; 90-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში საუკეთესო იყო 19 წლის პონონელი ვოიცეხ ფორტუნა, II ადგილი დაიკავა შვეიცარიელმა ვალტერ შტაინერმა, III - აღმოსავლეთგერმანელმა რაინერ შმიდგმა. მისთვის უკანასკნელ, მეოთხე ოლიმპიადაში ორივე ტრამპლინზე იასპარეზა 38 წლის ვეტერანმა კობა წაქაძემ: 90-მეტრიანზე იგი 35-ე იყო, 70-მეტრიანზე - მე-9. საქართველოს ოლიმპიელებისთვის მე-9 ადგილი საუკეთესო შედეგია ზამთრის თამაშებში.

 

ჩრდილოურ ორჭიდში აღმოსავლეთ გერმანელმა ულრიხ ველინგმა გაიმარჯვა, ბიათლონში, ისევე როგორც ოთხი წლის წინათ, ყველას აჯობა ნორვეგიელმა მაგნარ სოლბერგმა, ესტაფეტაში - საბჭოთა ოთხეულმა (ალექსანდრ ტიხონოვი და ვიქტორ მამატოვი მეორედ გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები).


სამთო-სათხილამუნრო ტრასებზე შვეიცარიელები და იტალიელები ლიდერობდნენ. შვეიცარიელებმა 4 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოსი. იტალიელმა Gუსტავო ტონიმ გიგანტური სლალომი მოიგო, სლალომში კი მეორე იყო; სლალომში ბრინჯაოს მედალი მისმა ბიძაშვილმა - როლანდო ტონიმ მნიიღო, ოლიმპიური ჩემპიონი კი ესპანელი ფრანცისკო ფერნანდეს-ოჩოა გახდა. იგი ზამთრის თამაშების პირველი ესპანელი ჩემპიონია. ქალთა შეჯიბრებებში 2 ოქროს მედალი მოიპოვა შვეიცარიელმა მარი-ტერეზ ნადიგმა (სწრაფდაშვებასა და გიგანტურ სლალომში); სლალომში გაიმარჯვა ამერიკელმა Bარბარა კოჩრანმა.


ციგაობაში გათამაშებული 9 მედლიდან აღმოსავლეთ გერმანელებმა 8 მოიგეს და მხოლოდ ერთი, თუმცა ოქროსი, დაუთმეს იტალიელ ვალტერ პლაიკნერს. ბობსლეიში დასავლეთ გერმანელებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს, შვეიცარიელებმა კი - 1 ოქროსი და 1 ბრინჯაოსი. ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის ავსტრიელმა ბეატრის შუბამ გაიმარჯვა, კაცთა შორის - ჩეხოსლოვაკიელმა ონდრეი ნეპელამ. წყვილებში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ირინა როდნინა და ალექსეი ულანოვი. ჰოკეიში შენიღბულმა სსრკ ნაკრებმა გაიმარჯვა, II და III ადგილები კი შესაბამისად ამერიკელ და ჩეხოსლოვაიელ ჰოკეისტებს ხვდათ. ოლიმიური ჩემპიონები მესამედ გახდნენ ვიტალი დავიდოვი, ალექსანდრ რაგულინი და ვიქტორ კუზკინი. ოლიმპიადის საწყებამდე კანადელებმა პროტესტი განაცხადეს თამაშებში შენიღბულ საბჭოთა პროფესსიონალ ჰოკეისტთა მონაწილეობის გამო. მათ მოითხოვეს, რომ ჰოკეისტთა ოლიმპიური ტურნირი ღია ყოფილიყო პროფესიონალებისთვის, როცა უარი მიიღეს, თავიანთი გუნდი იაპონიაში საასპარეზოდ არ გაგზავნეს.