ანონსი
11 სექტემბერს, 12 საათზე სასტუმრო ,,სტამბაში" ( თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა №14) გაიმართება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია
10 აგვისტოს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის ქ. № 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
31 ივლისს,12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება 2019-2020 წწ. სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებული მონაწილეებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია.
22 ივლისს, 14:00 საათზე სეოკ-ისა და სპორტსმენთა კომისიის ორგანიზებით ქ. ბორჯომში სასტუმრო ,,ოლიმპში" (რუსთაველის ქ. №101 ა) ტარდება საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი „სპორტსმენი365"
23 ივნისს, 12 საათზე ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის ქ. №11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
სპორტული ფედერაციების საყურადრებოდ!
ოლიმპიური კომიტეტი გაცნობებთ, რომ COVID 19 -თან დაკავშირებით პრევენციული ზომების დაცვის მიზნით 13 მარტს, პარასკევს დაგეგმილი სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი გადაიდო
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიურ აკადემიასთან ერთად კვლავ აქტიურადაა ჩართული სპორტის ადმინისტრატორების, მწვრთნელების, სტუდენტებისა და მოხალისეების ტრენინგებში ოლიმპიური მოძრაობის მრავალფეროვან თემატიკაზე
21 თებერვალს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სასკოლო სპორტული კლუბების კონკურსში გამარჯვებული ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების და დირექტორების დაჯილდოება
7 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის ქ. №11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ მობრძანდეთ 16:00 საათზე.



