ანონსი
მედია - აკრედიტაცია ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის
სპორტული მედიის საყურადრებოდ!!!
21 დეკემბერს, 17 : 00 საათზე ,,ივენთ ჰოლში" (მელიქიშვილის ქ. N 1, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია) გაიმართება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია. რეგისტრაცია დაიწყება 16:00 საათიდან
მეორე ევროპული თამაშების მედია-აკრედიტაციისთვის განაცხადის შესავსებად ეწვიეთ საიტს
ხვალ, 11 დეკემბერს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის ქუჩა №11) გაიმართება აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის უნივერისტეტის ინიციატივით იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს მწვრთნელთა გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას
ხვალ, 22 ოქტომბერს 10:30 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში (მაჩაბლის 11) გაიმართება მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედალოსნების და მონაწილე სპორტსმენების მიღება
არგენტინიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აერპორტში 21 ოქტომბერს გამთენიისას,03:05 საათზე ჩამოვა. მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 6 მედალი მოიპოვეს (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საბოლოოდ 44-ე ადგილი ერგოთ.
2 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპური კომიტეტის შტაბ-ბინაში (მაჩაბლის 11) 11 საათზე გაიმართება სეოკ-ის აღმასკომის სხდომა, 12 საათზე კი - მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე (ბუენოს აირესი, 6-18 ოქტომბერი) საქართველოს სპორტული დელეგაციის გაცილების ცერემონია.
სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!
25 სექტემბერს, 11:00 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ - ბინაში (მაჩაბლის 11) გაიმართება 2017-2018 წწ სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების წარმატებული მონაწილეებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი
სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!
23 ივნისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ტარდება 2 მნიშვნელოვანი ღონისძიება - ოლიმპიური დღე და საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმი



