ანონსი
29 მარტს,12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში(მაჩაბლის N 11) გაიმართება აღმასკომის სხდომა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სოლიდარობის პროგრამით და მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ატარებს სამდღიან მედია-სემინარს სხვადასხვა მედია-ჯგუფების მონაწილეობით. სემინარის მიზანია ოლიმპიზმის იდეების პოპულარიზაცია, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ოლიმპიურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების მიმოხილვა, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტულ-ოლიმპიურ თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება
შეხვედრა ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში
11 თებერვალს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში სეოკ-ის ხელმძღვანელობა უმასპინძლებს ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ბორიჩიჩს და ვიცე-პრეზიდენტს რენატო არენას
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დაჯილდოების ცერემონია
30 დეკემბერს, 12:00 საათზე სეოკ-ის ოფისში გაიმართება საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დაჯილდოების ცერემონია
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია
2015 წლის25 დეკემბერს, 12:00 საათზე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიის" საკონფერენციო დარბაზში (თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი, 1) მოწვეულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია (სესიამდე, 11:15 საათზე იქვე გაიმართება სეოკ-ის აღმასკომის სხდომა)
„ქალები და სპორტი - ახალი გამოწვევები"
ა.წ. 16 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართება კონფერენცია თემაზე: „ქალები და სპორტი - ახალი გამოწვევები"
საყმაწვილო ენციკლოპედიის პრეზენტაცია ქობულეთის "კულტურის სახლში"
ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს 14:00 საათზე ქობულეთის "კულტურის სახლში" გაიმართება საყმაწვილო ენციკლოპედიის - "მოგზაურობა ოლიმპეთში" პრეზენტაცია



