ანონსი
18 ივლისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
23 ივნისი - საერთაშორისო ოლიმპიური დღე
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციუალდ იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები
6 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
23 მაისს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) ოლიმპიური კომიტეტისა და სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის ორგანიზებით ჩატარდება სპორტსმენთა ფორუმი და საინფორმაციო სემინარი
24 აპრილს, 12:00 საათზე ოლიმპიურ მუზეუმში (მაჩაბლის 11) გაიმართება ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის 2-2 გზის ჩემპიონის, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის - თემურ ხუბულურის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
28 მარტს, 12:00 საათზე ოლიმპიურ მუზეუმში (მაჩაბლის 11) გაიმართება პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის - დავით ციმაკურიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
21 მარტს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
6 მარტს, 13:00 საათზე საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში (მაჩაბლის 11) გაიმართება დამსახურებული სპორტული ჟურნალისტის თამარ ბალავაძის წიგნის - ,,ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია" პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით
5 თებერვალს, 13:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება წინა საფესტივალო პრესკონფერენცია და ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საქართველოს ნაკრები გუნდის წარდგენა.
ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ერთდროულად ორგზის გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის რაოდენობების მიხედვით დაიმსახურა



