ანონსი
17 ოქტომბერს, 10:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
6 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში (მაჩაბლის 11), სეოკ-ის დაფუძნების დღეს გაიხსნება ახალი ოლიმპიური მუზეუმი და მნიშვნელოვანი გამოცემებით შევსებული ოლიმპიური ბიბლიოთეკა.
21 ივლისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით პოლონეთიდან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონი ლუკა შონია (კიკბოქსინგი), ვერცხლის პრიზიორი ლაშა გურული (კრივი) და ბრინჯაოს მედალოსანი ზურაბ ივანიაძე (კიკბოქსინგი)
23 ივნისს, 11 საათზე ლისის ტბაზე, სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თაოსნობით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით გაიმართება ოლიმპიური გარბენი
16 ივნისს, 14:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია მესამე ევროპულ თამაშებზე
IOC კრივის საერთაშორისო ასოციაციისთვის შეჩერებული უფლებამოსილების გაგრძელების მოწოდებით გამოდის
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭო IOC-ის სესიას მოწოდებს კრივის საერთაშორისო ასოციაციას (IBA), რომელსაც რუსი უმარ კრემლევი ხელმძღვანელობს, არ დაუბრუნოს აღიარება
მედია-აკრედიტაცია მსოფლიოს ქვიშის მეორე თამაშებისთვის
2023 წლის 5-12 აგვისტოს ბალი (ინდონეზია) უმასპინძლებს მსოფლიოს ქვიშის მეორე თამაშებს (https://www.anocworldbeachgames.com/) , რომელიც გაიმართება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC ) ეგიდით
22 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) ჩატარდება ეროვნული ნაკრების წევრ სპორტსმენთა წარმომადგენლების შეკრება
10 მაისს, 12:30 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მამისაანთ უბანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდებიან ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონ-პრიზიორები. ღონისძიების დასრულების შემდეგ სოფელ მეღვერკისში კახი კახიაშვილის სახელობის ძალოსნობის დარბაზში გაიმართება შეხვედრა მოზარდ სპორტსმენებთან.