ანონსი
1 ივნისს, 13:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უმასპინძლებს საქართველოს კრივის ეროვნულ ნაკრებ გუნდს, მწვრთნელებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს. როგორც მოგეხსენებათ ჩვენმა მოკრივეთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით ისტორიულ შედეგს მიაღწია.
სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსები
2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით გეგმავს სპორტის მენეჯმენტის კურსების განახლებას
21 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
18 მარტს, 13:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე (ვუოკატი, 2022).
23 თებერვალს, ჩინეთიდან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია. დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან საქართველოს მოციგურავეები ლუკა ბერულავა და კარინა საფინა.
ოლიმპიური დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნება 00:35 საათზე.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ჩინეთში ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე ნაკადად გაემგზავრება
26 იანვარს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
24 დეკემბერს, 12:00 საათზე სასტუმრო ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში"
(თბილისის ზღვის ახალი ქალაქი) ჩატარდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია.
17 ნოემბერს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებული მონაწილეებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია
სეოკ-ის 2021 წლის 24 დეკემბრის საანგარიშო სესიის დღის წესრიგი და მუშაობის რეგლამენტი
სეოკ-ის 2021 წლის 24 დეკემბრის საანგარიშო სესიის
დღის წესრიგი და მუშაობის რეგლამენტი