საყმაწვილო ენციკლოპედიის პრეზენტაცია ქობულეთის "კულტურის სახლში"

27 ოქტომბერი 2015

 

 

ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს 14:00 საათზე ქობულეთის "კულტურის სახლში" გაიმართება საყმაწვილო ენციკლოპედიის - "მოგზაურობა ოლიმპეთში" პრეზენტაცია. ეს წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ-ის) ეგიდით და უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და ბიბლიოთეკას.

პრეზენტაციას დაესწრებიან აჭარის საჯარო სკოლების ხელმძღვანელები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის წარმომადგენლები და სხვა სახელოვანი ქართველი სპორტსმენები.