„ქალები და სპორტი - ახალი გამოწვევები"
15 დეკემბერი 2015
ა.წ. 16 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართება კონფერენცია თემაზე: „ქალები და სპორტი - ახალი გამოწვევები".
კონფერენცია ტარდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდით.
მოხსენებით წარსდგებიან სეოკ-ის,სპორტის უნივერსიტეტის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს,საქართველოში გენდერულ საკითხებზე მოქმედი ორგანიზაციების და ამ დარგის სხვა სპეციალისტები. კონფერენციაზე განიხილება ისეთ თემები, როგორიცაა: „გენდერული თანასწორობა ქართულ სპორტში, არსებული სიტუაცია და პერსპექტივა", „სეოკ-თან გაფორმებული მემორანდუმის მიმოხილვა, ჟურნალისტთა ქსელის მიზნები გენდერული თანასწორობის ფარგლებში", „კვლევა-გენდერული თანასწორობა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში, „ქალები და სპორტი- კულტურული და სოციალური კონსტრუქტი", „კარგი მმართველობა სპორტში", „საქართველოში ქალთა ჩართულობა ანტი-დოპინგურ საქმიანობაში", „ქალები და ოლიმპიური მოძრაობა", „ქალები და სპორტი - გენდერული თანასწორობის საკითხები, სოკ-ის და ეოკ-ების მონაცემები/ქალთა ლიდერობა".
ძირითად სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სპორტის ეროვნულ ფედერაციებში და სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებული სპეციალისტები, ადმინისტრატორები, მწვრთნელები და მოხალისეები.