საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია
22 დეკემბერი 2015
2015 წლის25 დეკემბერს, 12:00 საათზე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიის" საკონფერენციო დარბაზში (თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი, 1) მოწვეულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია (სესიამდე, 11:15 საათზე იქვე გაიმართება სეოკ-ის აღმასკომის სხდომა).
სესიის დღის წესრიგი:
1. სეოკ-ის მიერ 2015 წელს ჩატარებული მუშაობის ანგარიში;
2. ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015"- ის შედეგების შეჯამება;
3. ზაფხულის XXXI-ე ოლიმპიური თამაშებისათვის მზადება;
4. სხვადასხვა.