ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დაჯილდოების ცერემონია

29 დეკემბერი 2015

30 დეკემბერს, 12:00 საათზე სეოკ-ის ოფისში გაიმართება საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დაჯილდოების ცერემონია. წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენს დილპომს, ფულად ჯილდოს და სხვა საჩუქრებს გადასცემს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ცერემონიაზე მოწვეულნი არიან ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელები, მწვრთნელები, ვეტერანი მოჭიდავები.