შეხვედრა ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში

10 თებერვალი 2016

11 თებერვალს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში სეოკ-ის ხელმძღვანელობა უმასპინძლებს ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ბორიჩიჩს და ვიცე-პრეზიდენტს რენატო არენას.

ევროპული ფრენბურთის მაღალჩინოსნები საქართველოში ჩამოვიდნენ 2017 წელს თბილისში გასამართი ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საორგანიზაციო საქმიანობის გასაცნობად.