ოლიმპიური მედია-სემინარი
04 მარტი 2016
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სოლიდარობის პროგრამით და მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ატარებს სამდღიან მედია-სემინარს სხვადასხვა მედია-ჯგუფების მონაწილეობით. სემინარის მიზანია ოლიმპიზმის იდეების პოპულარიზაცია, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ოლიმპიურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების მიმოხილვა, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტულ-ოლიმპიურ თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება.
სემინარის ძირითადი თემებია:
1. ოლიმპიზმი, როგორც ცხოვრების ფილოსოფია;
2. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები და ოლიმპიური მოძრაობა;
3. ოლიმპიური ქარტიის არსი;
4. ოლიმპიური თამაშების სისტემა, სტრუქტურა, წესები, ცერემონიები;
5. მედია-რეგულაციები ოლიმპიურ თამაშებზე;
6. სეოკ-ის საგანმანათლებლო-სააგიტაციო პროექტების მიმოხილვა;
7. ქართული სპორტის ოლიმპიური ისტორია;
8. მზადება 31-ე ოლიმპიური თამაშებისთვის „რიო-2016."
სემინარში მონაწილეობას მიიღებს 25 მოქმედი სპორტული ჟურნალისტი (პრესა, ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი).
სემინარზე მოწვეული იქნებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები _ სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიის მკვლევარები, სპორტის უნივერსიტეტის, ოლიმპიური აკადემიის წარმომადგენლები, სპორტის მენეჯერები, მსაჯები, რომლებიც პრეზენტაციებით წარსდგებიან სემინარის მონაწილეთა წინაშე.
სემინარი გაიმართება 1- 3 აპრილს ბორჯომში, სასტუმრო „ოლიმპში."
სემინარში მონაწილეობის მსურველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა უნდა შეავსონ თანდართული სარეგისტრაციო ანკეტა და ფოტოსთან ერთად 15 მარტამდე გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე - marika_kirvalidze@yahoo.com
შესავსები ანკეტის გადმოსაწერი ბმული: გადმოწერა