„ვგულშემატკივრობ საქართველოს!“
04 მაისი 2016
6 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაზე დამონტაჟებული ოლიმპიური ჩირაღდნის და „რიო-2016" - ის ბანერის გახსნის ცერემონია. ასევე მოეწყობა საზოგადოებრივი მაუწყებლის კამპანიის - „ ვგულშემატკივრობ საქართველოს" პრეზენტაცია.
ამავდროულად, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოლიმპიურ ჩემპიონებს - ზურაბ ზვიადაურს და გიორგი ასანიძეს საზეიმოდ გადასცემს ქართული სპორტის მუზეუმიდან დაკარგული ოლიმპიური ოქროს მედლების ასლებს, რომელიც სეოკ-ის თხოვნით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაამზადა.
ღონისძიებას დაესწრებიან ქართული სპორტის ხელმძღვანელები, ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების ლიზენციანტები და მოხალისეები.
საღამოზე მოწვეული იქნებიან მოცეკვავეები, რომლებიც შეასრულებენ ბრაზილიურ ცეკვას ტამტამების თანხლებით. ცერემონია დასრულდება ფოიერვერკით.