კინორეჟისორ გოგი თორაძის სატელევიზიო ფილმის „სნაიპერის" ჩვენება

30 იანვარი 2017

 

 

2017 წლის პირველ თებერვალს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება კინორეჟისორ გოგი თორაძის სატელევიზიო ფილმის „სნაიპერის" ჩვენება. ფილმი ეძღვნება ოლიმპიურ ჩემპიონს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ნინო სალუქვაძეს.

დასაწყისი 18:00 საათზე. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 76.