სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

15 მარტი 2017

 

 

16 მარტს, 11 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში (თბილისი, მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვისა და ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტის სტანისლავ პოზდნიაკოვის შეხვედრა. მხარეები იმსჯელებენ წლეულს საქართველოში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებისა და ჩვენს ქვეყანაში ფარიკაობის შემდგომი განვითარების საკითხებზე.