2017 წლის 7 აპრილს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჩატარდება სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების (ASMC) მეორე სემინარი

05 აპრილი 2017

 

 

ASMC -ის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 27 თებერვალს ორგანიზებულ პირველ შეხვედრაზე  კურსების მონაწილეებმა მოისმინეს სეოკ-ისა და მოწვეულ  ექსპერტთა პრეზენტაციები სპორტული მენეჯმენტის სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის - ოლიმპიური სპორტული ოგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, მარკეტინგი, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება და სხვა.  

განვლილი პერიოდი დაეთმო მიწოდებული მასალის შესწავლას MOSO-ს (Managing Olympic Sport Organizations) სახელმძღვანელოში წარმოდგენილი თემების მიხედვით და საკუთარი პრეზენტაციების მომზადებასა და დამუშავებას.

 კურსების მონაწილეები - სხვადასხვა სპორტული ფედერაციებს სპორტის ადმინისტრატორები, მწვრთნელები, ასევე  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოხალისეებიმე-2 სემინარზე  წარმოადგენენ მათ  მიერ მომზადებულ თემებს Power Points-ში და გაგვიზიარებენ ინფორმაციას სპორტული  ორგანიზაციების შესახებ.  დღის პირველი ნახევარი დაეთმობა  სპორტის ექსპერტთა ლექციებს, ხოლო მეორე ნახევარი - მონაწილეთა პრეზენტაციებს.

 მენეჯმენტის კურსები მიმდინარეობს სოკ-ის მიერ გამოცემული  „ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის" („Managing Olympic Sport Organizations- MOSO") სახელმძღვანელოში შესული მასალის საფუძველზე და მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ოლიმპიური და სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ  გამოცდილებას მენეჯმენტის სფეროში.

წარმატებულს კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სოკ-ის დიპლომები.