სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

24 სექტემბერი 2017

 

 

ორშაბათს, 25 სექტემბერს 15:00 სთ. ახალი თბილისის ოლიმპიურ პარკში მდებარე ფრენბურთის არენაზე (დიღომი, ახალი თბილისი) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) დაფინანსებით ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული მწვრთნელთა ტექნიკური სემინარის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სოკ-ის დიპლომებით.

დიპლომებს კურსების წარმატებულ მონაწილეებს გადასცემს სეოკ-ის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი. აღნიშნული კურსები კორეელი ექსპერტების ხელმძღვანელობით თბილისში ტარდება 2017 წლის 13 სექტემბრიდან.

სეოკ-ის პრეს ცენტრი