სპორტის მენეჯმენტის კურსები
29 ნოემბერი 2017
2018 წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წინა წლების მსგავსად კვლავ გეგმავს კურსების ორგანიზებას სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში სპორტის მენეჯმენტის სხვადასხვა საკითხებზე.
სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მენეჯერებს, მწვრთნელებს, ადმინისტრატორებსა და სპორტის სპეციალისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩაერთონ სასწავლო პროგრამაში და გაიარონ თეორიული მასალა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული დაგეგმვა, ადამიანური რესურსები, სპორტული ორგანიზაციის მენეჯმენტი, მარკეტინგი, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება და სხვა, გთხოვთ დაუკავშირდეთ ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე info@geonoc.org.ge და გაიაროთ შესაბამისი რეგისტრაცია.
სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსები წინა წლებში წარმატებით გაიარა 10-მდე სპორტული ფედერაციის დაახლოებით 80-მა წარმომადგენელმა, რომლებსაც გადაეცათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონებზე: 251 00 57/599 195166/591 011 004.
სეოკ-ის პრეს სამსახური