ლერი ხაბელოვის სახელობის III საერთაშორისო ტურნირი

15 დეკემბერი 2017

 

 

15-17 დეკემბერს  თბილისის ოლიმპიურ პარკში (ამერიკის საელჩოს გვერდით) მდებარე ფრენბურთის არენაში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება  XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, მსოფლიოს ხუთგზის  და ევროპის ოთხგზის ჩემპიონის ლერი ხაბელოვის სახელობის III საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის.

შეჯიბრება დაიწყება 11 საათზე.

16 დეკემბერს, 15 საათზე შედგება ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონია.