საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია

19 დეკემბერი 2017

 


2017 წლის 22 დეკემბერს სასტუმრო ,,ბილტმორში" (რუსთაველის გამზირი #29) გაიმართება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია. დასაწყისი 12 საათზე.

2017 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ სესიაზე ანგარიშით წარსდგება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.სესიის დელეგატები ასევე მოისმენენ ინფორმაციას 1). 2018 ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშებისთვის (პიონჩანგი, სამხრეთ კორეა, 9-25 თებერვალი) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადების შესახებ; 2). საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შესახებ.გაიმართება საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია.

სესიას დაესწრება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინის ეოკ-ის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა.