სპორტული მენეჯმენტის კურსები
16 იანვარი 2018
2018 წლის 30 იანვარს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში ტარდება სპორტული მენეჯმენტის უმაღლესი კურსების პირველი სემინარი.
კურსების მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად სპორტის ეროვნული ფედერაციებიდან დარეგისტრირდა 30-ზე მეტი მონაწილე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩაერთონ სასწავლო პროგრამაში და გაიარონ თეორიული მასალა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული დაგეგმვა, ადამიანური რესურსები, სპორტული ორგანიზაციის მენეჯმენტი, მარკეტინგი, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება და სხვ. კურსების პერიოდში პრეზენტაციებს წარმოადგენენ სპორტის წამყვანი სპეციალისტები და გამოცდილი ექსპერტები.
სპორტული მენეჯენტის უმაღლესი კურსები წინა წლებში წარმატებით გაიარა 10-ზე მეტი სპორტული ფედერაციის დაახლოებით 80-მა წარმომადგენელმა. წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომებით.
სეოკ-ის პრეს სამსახური