საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საქართველოს ბანკის ხელმძღვანელთა პრესკონფერენცია
29 იანვარი 2018
ხვალ, 30 იანვარს, 12:00 საათზე, მის: მაჩაბლის N11 (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობა) გაიმართება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საქართველოს ბანკის ხელმძღვანელთა პრესკონფერენცია, მემორანდუმის გაფორმების შესახებ. პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე.