ოლიმპიზმი
17 აპრილი 2018
19 აპილს, 15 საათზე სეოკ-ის შტაბ-ბინაში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - „ოლიმპიზმის" დასკვნითი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თბილისის 18 საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლე.
ისინი წარმოადგენენ პრეზენტაციებს ოლიმპიურ თემატიკაზე, ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე, ცალკეულ ოლიმპიურ ჩემპიონებზე. ასევე ჩატარდება ვიქტორინა.
საუკეთესო საპრეზენტაციო ნამუშევრების ავტორებს და ვიქტორინაში გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და სპეციალური საჩუქრები.
ღონისძიებას დაესწრებიან სახელოვანი ქართველი ოლიმპიელები.
საგანმანათლებლო პროექტის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია მოსწავლეთა შორის.