,,ღამე მუზეუმში"

15 მაისი 2018

 

 

 

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით,მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში, 19 მაისს, ყოველწლიური აქცია - „ღამე მუზეუმში" მოეწყობა. აქციის ფარგლებში საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი სტუმრებს უმასპინძლებს 17:00 საათიდან 22:00 საათამდე.
● 17:00 -22:00 - დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ სახელოვან ოლიმპიურ ჩემპიონ-პრიზიორებთან ერთად დაათვალიერონ მუზეუმი, გაეცნონ ქართული სპორტის და ჩვენი ოლიმპილების წარმატებებს ,ასევე დიდ ეკრანზე იხილონ თითოეული ოლიმპიური ჩემპიონის ისტორია.