სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

22 მაისი 2018

 

 

23 მაისს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში (მაჩაბლის ქ.№ 11), საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონებს (23 ჩემპიონი) ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოებს.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, საპატიო სტუმრები.