სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

24 სექტემბერი 2018

 

 

25 სექტემბერს, 11:00  საათზე  საქართველოს ეროვნული  ოლიმპიური კომიტეტის  შტაბ - ბინაში (მაჩაბლის 11)  გაიმართება 2017-2018 წწ  სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების წარმატებული მონაწილეებისთვის  დიპლომების გადაცემის ცერემონიალი.

კურსდამთავრებულების დიპლომებს გადასცემენ სეოკ-ის ხელმძღვანელები.

 ასევე, პიონჩანგი 2018 წლის  ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს - იასონ აბრამაშვილს (სამთო-სათხილამურო სპორტი), ნინო წიკლაურს (სამთო-სათხილამურო სპორტი), გიორგი სოღოიანს (საციგაო სპორტი)და  მორის ყვითელაშვილს (ფიგურული ციგურაობა) გადაეცემათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ სპეციალურად დამზადებული ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის განკუთვნილი სამკერდე ნიშანი.