მედიის საყურადღებოდ!

01 ოქტომბერი 2018

 

 

2 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპური კომიტეტის შტაბ-ბინაში (მაჩაბლის 11) 11 საათზე გაიმართება სეოკ-ის აღმასკომის სხდომა, 12 საათზე კი - მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე (ბუენოს აირესი, 6-18 ოქტომბერი) საქართველოს სპორტული დელეგაციის გაცილების ცერემონია.

სეოკ-ის აღმასკომის სხდომაზე მოისმენენ ინფორმაციას მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველ ლიცენზიანტ სპორტსმენთა მზადების შესახებ, დაამტკიცებენ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობას.