მედიის საყურადღებოდ!

19 ოქტომბერი 2018

 

 

არგენტინიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აერპორტში 21 ოქტომბერს გამთენიისას,03:05 საათზე  ჩამოვა. მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა  6 მედალი მოიპოვეს (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საბოლოოდ 44-ე ადგილი ერგოთ.