სპორტული მედიის საყურადრებოდ!
21 ოქტომბერი 2018
ხვალ, 22 ოქტომბერს 10:30 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში (მაჩაბლის 11) გაიმართება მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედალოსნების და მონაწილე სპორტსმენების მიღება.
ღონისძიებას დაესწრებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 6 მედალი მოიპოვეს (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საბოლოოდ 44-ე ადგილი ერგოთ.