სპორტული მედიის საყურადღებოდ!

28 ოქტომბერი 2018

 

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და  სპორტის უნივერისტეტის ინიციატივით იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს  მწვრთნელთა გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას.  პროექტის ფარგლებში,  გადამზადდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილე 350 მწვრთნელი, რომლებიც 49 სახეობაში ავარჯიშებენ მოზარდებს.

გადამზადების კურსებს გაუძღვებიან  სპორტის სახელმწიიფო სასწავლო უნივერსიტეტის  მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 29 ოქტობერს, 12:00 საათზე სეოკ-ის შტაბ-ბინაში (მაჩაბლის 11) გაიმართება საინფორმაციო  შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, თბილისის მერიის და  სპორტის უნივერსიტეტის, ასევე ეროვნული და თბილისის სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.