სპორტული მედიის საყურადრებოდ!!!
17 დეკემბერი 2018
21 დეკემბერს, 17 : 00 საათზე ,,ივენთ ჰოლში" (მელიქიშვილის ქ. N 1, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია) გაიმართება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია. რეგისტრაცია დაიწყება 16:00 საათიდან.
სესიის პროგრამა იქნება მრავალფეროვანი, ინფორმაციულად დატვირთული და ვიზუალურად საინტერესო.
სესიას დაესწრებიან სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები.
დელეგატების წინაშე მოხსენებით წარსდგება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიური ჩემპიონებს გადაეცემათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები, საგანგებო პრიზებით დაჯილდოვდებიან სპორტული წლის ლაურეატები.
2018 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების გათვალისწინებით ნომინაციების მიხედვით გამოვლინდებიან საუკეთესოები - წლის სპორტსმენი ქალი, წლის ახალგაზრდა სპორტსმენი, წლის სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობაში, წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი, წლის მწვრთნელი, ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი, წლის რეგიონალური ორგანიზაცია, ოლიმპიური სპორტის პარტნიორი.
სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, თავად სესიის დელეგატები კენჭისყრით გამოავლენენ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულს - 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს.
ნომინაციაში 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი წარდგენილნი არიან : ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილი.
მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ აკრედიტაციისთვის დამიკავშირდეთ ტელ: 599 58 00 01 ან მომწეროთ ელ-ფოსტაზე teo.geonoc@gmail.com