მედიის საყურადღებოდ!

18 იანვარი 2019

 

 

მედია - აკრედიტაცია ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იწყებს ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მედია-აკრედიტაცის მსურველთა წინასწარი განაცხადების მიღებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კვოტის ფარგლებში.
გთხოვთ, ელ-ფოსტაზე info@geonoc.org.ge მოგვაწოდოთ შესაბამისი მედია ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საფოსტო კოდი), რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჟურნალისტის მივლინებაზე. სააკრედიტაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 29 მარტი.

სატელევიზიო და რადიოსამაუწყებლო კომპანიებისთვის ENR-აკრედიტაციის განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება IOC-ის ვებ-გვერდზე (www.olympic.org/accred2020) 2019 წლის 24 იანვრიდან. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 მარტი.
სოკ-ი პირდაპირ მართავს ENR აკრედიტაციის პროცესს და ნებისმიერი შეკითხვისთვის შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: media.operations@olympic.org

აკრედიტებული ჟურნალისტის მივლინების დაფინანსებას უზრუნველყოფს მიმვლინებელი მედია-ორგანიზაცია.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით სეოკ-ის საინფორმაციო სამსახურს. ტელ: 2 51 00 57; 599 58 00 01