სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი

02 აპრილი 2019

 

 

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაახლა სპორტის ადმინისტრატორთა სახელმძღვანელო, რომელიც ამომწურავ ინფორმაციას იძლევა თანამედროვე სპორტული და ოლიმპიური მოძრაობის მნიშვნელოვან, აქტუალურ საკითხებზე. ანალოგიურად წელსაც გასული წლების მსგავსად სეოკ-ი ეროვნულ  ოლიმპიურ აკადემიასთან  (პრეზიდენტი ლელა აფციაური) ერთად 2019 წლის 19 აპრილს   უმასპინძლებს სპორტის ადმინისტრატორთა სემინარს.

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარის მონაწილეებს ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ სეოკ-ის სპორტის ექსპერტები და მოწვეული ლექტორები. განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: ოლიმპიური მოძრაობა, სპორტის ადმინისტრირება, სპორტსმენთა განვითარება და მენეჯმენტი და სხვა. 

სემინარის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი სოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახის ხელმოწერით.

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი, სპორტული ორგანიზაციის დასახელება, საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული ფოსტა.

მისამართი: მაჩაბლის ქუჩა № 11

ელ-ფოსტა: info@geonoc.org.ge

ტელ :  2 51 00 57   599 58 00 01

დასაწყისი:  10:00 საათი