მედიის საყურადღებოდ!

03 მაისი 2019

 

 

ორშაბათს, 6 მაისს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება საზეიმო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის ახალ  წარმატებას.

გაიხსნება ტოკიოს 2020 წლის  ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტთა დაფა, სადაც პირველი ხელს მოაწერს მომავალი ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზიანტი ნინო სალუქვაძე. მას ასევე გადაეცემა შესაბამისი სპეციალური სერთიფიკატი.

ღონისძიებას დაესწრებიან  სეოკ-ის ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები.