ანონსი
12 ივლისი 2019
ხვალ, 13 ივლისს, 13:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტში (მაჩაბლის ქ.11 ) გაიმართება სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის,სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის კახი კახიაშვილის (50) საიუბილეო ღონისძიება.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების წევრები, ფედერაციის წარმომადგენლები.