ანონსი

18 ივლისი 2019

 

 

19 ივლისს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 21-27 ივლისს უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში (ცურვა, ველოსპორტი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ბ/რ ჭიდაობა) 36 სპორტსმენი იასპარეზებს.