ანონსი
09 ოქტომბერი 2019
10 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის ქუჩა №11) გაიმართება ქართველ სპორტსმენთა გაცილების ცერემონია ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე.
ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებს, რომელიც გაიმართება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC ) ეგიდით, კატარის დედაქალაქი დოჰა 12-16 ოქტომბერს უმასპინძლებს და მასში სპორტის 14 დისციპლინაში, 97 ქვეყნის 1237 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქარველოდან კი სპორტის ერთ სახეობაში - ქვიშის ჭიდაობა - იასპარეზებს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
● ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ)
● დავით ხუციშვილი (80 კგ)
● დავით მარსაგიშვილი (90 კგ)
● მამუკა კორძაია (+90 კგ)