ანონსი

16 ოქტომბერი 2019

 

 

დღეს კატარის დედაქალაქ დოჰადან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია.

მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები, რომელიც გაიმართა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC ) ეგიდით, კატარის დედაქალაქ დოჰაში 12 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. თამაშებში სპორტის 13 სახეობის , 14 დისციპლინაში 97 ქვეყნის 1200-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე საქართველო სპორტის ერთ სახეობაში-ქვიშის ჭიდაობაში ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომლებმაც 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშების ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილმა (90 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, მამუკა კორძაია (+90) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

საქართველოს დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნება 20:15 საათზე.