ანონსი

12 დეკემბერი 2019

 

 

18 დეკემბერს, 16:30 საათზე ,,შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" (თელავის ქუჩა №20) გაიმართება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია.

რეგისტრაცია დაიწყება 16:00 საათიდან.

სესიას დაესწრებიან სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები.

დელეგატების წინაშე მოხსენებით წარსდგება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

სესიის პროგრამა იქნება ინფორმაციულად დატვირთული და ვიზუალურად საინტერესო.

სეოკ-ის საანგარიშო სესიის დასრულების შემდეგ გაიმართება 2019 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების წინასაახალწლო ცერემონია (დასაწყისი 17:30 საათი). ნომინაციების მიხედვით გამოვლინდებიან საუკეთესოები - წლის სპორტსმენი ქალი, წლის სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობაში, წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი(ვაჟი), წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი(გოგონა), წლის ახალგაზრდა სპორტსმენი (23 წლამდე) სპორტის სათამაშო სახეობებში, წლის მწვრთნელი, ქალთა სპორტში დასაქმებული წლის საუკეთესო მწვრთნელი, წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი,წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია, ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი, წლის რეგიონალური ორგანიზაცია, ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერი.

დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე დასახელდება 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი.

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თავად სესიის დელეგატები კენჭისყრით გამოავლენენ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულს - 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს.

ნომინაციაში 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი წარდგენილნი არიან : ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონები - ლაშა ტალახაძე , გენო პეტრიაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი.